13, ოქტომბერი 2019 20:00:00
სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიმართულებით ყველაზე საინტერესო და პოპულარული ფესტივალი წელსაც ტრადიციულად ევროპის მოედანზე ჩატარდა.
ორი დღით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი, რაც საშუალება მისცემს ფესტივალის სტუმრებს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. გასული წლისგან განსხვავებით წელს, გაიზარდა ფესტივალის მონაწილეების რაოდენობაც და ისინი გარდა აჭარისა, საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც იქნებიან წარმოდგენილები.