17, ოქტომბერი 2019 14:44:00
ბოლნისში კაცმა მეუღლე მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.