18, ოქტომბერი 2019 17:15:00
ბზიკების მიერ დაკბენილი ორივე პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს. მედცენტრში ახალგაზრდა გოგო და კაცი დღეს დილით შეიყვანეს. ანტიალერგიული მკურნალობის შემდეგ კლინიკა მალევე დატოვეს. შემთხვევა დილით, ბულვარში , საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მწერმა 62 წლის კაცსა და 24 წლის გოგოს უკბინა. ორივე მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.