24, ოქტომბერი 2019 17:10:00
,,ქართული ოცნება აჭარამ“ აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრად, მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სოსო სტურუა წარადგინა. იგი მანამდე, სტუდუა 2013 წელს, მედიაორგანიზაციის დირექტორი იყო. მის მოღვაწეობას უკავშირდება ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების არაერთი განცხადება, სადაც ისინი დირექტორის ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. თანამდებობაზე დანიშვნიდან დაახლოებით ერთ წელში კი მან დღის წესრიგში დააყენა იმდროინდელი საინფორმაციო სამსახურის უფროსის ირინა ყურუას სამსახურიდან გაშვების საკითხი. მოგვიანებით იყო ორი პროდიუსერის მიერ პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება. კიდევ ერთი კანდიდატი ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარებმა“ წარადგინეს, ეს აჭარის რადიოს მოქმედი თანამშრომელი თამილა დოლიძეა. იგი უმაღლესი საბჭოს მმართველი გუნდის დეპუტატ ილია ვერძაძის ოჯახის ნათესავია. დღესვე საკუთარი კანდიდატი წარადგინეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც. მათ არჩევანი თამარ წილოსანსა და დიანა ვაშაყმაძეზე გააკეთეს.