25, ოქტომბერი 2019 17:11:00
კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს "მერსედესი" და "უაზის" მარკის სატვირთო შეეჯახა. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: არქივიდან