27, ოქტომბერი 2019 12:22:00
აშშ-ში შტატ კონექტიკუტში პოლიციის ოთხი ძაღლი სამართალდამცველებს ნარკოტიკებით მოვაჭრეების დაკავებაში დაეხმარა, - ამის შესახებ foxnews წერს.
სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა საბუთების შემოწმების მიზნით, სატვირთო მანქანა გააჩერეს. მათ ეჭვი გაუჩნდათ და ადგილზე ნარკოტიკებზე დაგეშილი პოლიციის ძაღლები გამოიძახეს. ძაღლებმა სატვირთო მანქანაში 327 კილოგრამი მარიხუანა იპოვეს.
წყარო : imedinews.ge