28, ოქტომბერი 2019 09:55:00
თბილისში, ხოშარაულის 9 ნომერში წინასწარი ინფომრაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა დაფიქსირდა. შემთხვევის შედეგად, ინტოქსიკაცია ახალგაზრდა ქალმა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მეზობელმა იგრძნო გაზის სუნი. ცუდად იყო გოგონა, რომელიც ამ ბინაში არის მდგმური. გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელსაც მოჰყვა სასწრაფო. შემდეგ გაზის თანამშრომლები გამოიძახეს. მართლაც დაფიქსირდა გაჟონვა. ახლა ამოწმებენ“, - განაცხადა მეზობელმა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.