28, ოქტომბერი 2019 18:17:00
ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია. უკვე მოეწყო ცენტრალური წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემა. ღირებულება 4 მილიონ 982 ათას 773 ლარია. ქუჩის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის აპრილში დასრულდება.