29, ოქტომბერი 2019 17:06:00
ვის საკუთრებაშია ის შენობები, სადაც განთავსებულია მერია, საკრებულო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ყველა სხვა მუნიციპალური დაწესებულება? „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” კვლევა განახორციელა. დადგინდა, რომ 63 მუნიციპალიტეტს შორის 22-ს საკუთრებაში არ აქვს საკმარისი რაოდენობის შენობა. ბათუმს სხვის საკუთრებაში არსებული 3 ობიექტი აქვს. ერთი - აიპი ბათუმის სასაფლაოების შენობა, რომელიც ქირით აქვს და 2 უსასყიდლო სარგებლოს წესით- აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა და ბათუმის სპორტული ცენტი. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადასცეს ყველა ის ქონება, რაც აუცილებელია მათი უფლებამოსილებების განსახორციელებლად