29, ოქტომბერი 2019 17:12:00
აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობის ბიუჯეტი - ასე უწოდა დღეს რეგიონის პირველმა პირმა მომდევნო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით სამი მთავარი მსხვილი პროექტი, რომელიც მომავალში განხორციელდება, იქნება ოცნების ქალაქის, ხულო -ზარზმის გზის მშენებელობა და ბათუმის რესპუბლიკური საავამდყოფოს აღჭურვა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, წყალარინებისა და გაზიფიცირების სამუშაოები გაისადაც გაგრძელდება და 30 სოფელს ბუნებრივი აირი მიეწოდება. 2020 წლის აჭარის ბიუჯეტი 11 პროცენტით იზრდება და დაახლოებით 290 მილიონი ლარი იქნება. მთავრობა დოკუმენტს დასამტკიცებლად, აჭარის უმაღლეს საბჭოს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.