01, ნოემბერი 2019 10:30:00
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მამა ავთო მამალაძე კმაყოფილია. ის პროცესის დაჩქარებას მოითხოვს.
„მოვისმინეთ ვუშუამდგომლებთო და გახარებული დავრჩით. პროცესი როგორ განვითარდება, არ ვიცი. რაც უფრო ადრე გადაწყდება საკითხი და გაათავისუფლებენ მოხარული ვიქნები. მთავარია, რომ სინოდმა გადაწყვიტა შუამდგომლობა. შეწყალებას ვითხოვდით, თუმცა ორჯერ უარი გვითხრეს“,- განუცხადა ჟურნალისტებს ავთო მამალაძემ.
წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოქვეყნდა. როგორც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ ტექსტშია აღნიშნული, წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათალისწინებით.
მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი იმედოვნებს, რომ საპატრიარქო პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით შემჭიდროვებულ ვადებში მიმართავს. მანამდე სინოდის სხდომიდან გამოსულმა პეტრე ცაავამ თქვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.