03, ნოემბერი 2019 20:56:00
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული კაცი გარდაიცვალა.
39 წლის კაცი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 ოქტომბრის შემდეგ იყო მოთავსებული. აფეთქების შედეგად მას სხეულის 60 პროცენტი ჰქონდა დამწვარი.
თბილისში, გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი არის გაჟონვის შედეგად აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა.