06, ნოემბერი 2019 09:26:00
რუსთავში, ქვეითად მოსიარულე 27 წლის კაცს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა შოთა რუსთაველის მოედანზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით კაცი გზაზე გადარბოდა, რა დროსაც შეჯახება მოხდა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული. ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შსს-ში report.ge-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.