06, ნოემბერი 2019 17:06:00
ბათუმში, 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. მან სიკვდილამდე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. კაცი სავარაუდოდ, აზარტული თამაშების მსხვერპლი გახდა: "აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება. ისე ქენით, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და 95% ფულის კეთებას მოეშვით..." - წერია მის მიერ დაწერილ facebook პოსტში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.