06, ნოემბერი 2019 17:40:00
ბათუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების, რიგით მე-13, საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც მიესალმა. ორ დღიან ფორუმს თავდაცვის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები ესწრებიან. შეხვედრაზე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ჰიბრიდულ ომზე ისაუბრეს. პლენარული სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.