06, ნოემბერი 2019 20:14:00
ბათუმის დრამატული თეატრის გასტროლი პოლონეთში. დასი ცოტა ხნის წინ გაემგზავრა. "კლასიკურ კოპროდუქცია" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ორი ქვეყნის ერთობლივი ნამუშევარია. ქართულ-პოლონური სპექტაკლი ერთ მოქმედებიანია. პოლონელმა დრამატურგმა კატაჟინა კნიხალსკამ ,,კლასიკური კოპროდუქციის“ პიესა ორი სამსახიობო ჯგუფის - ელენა მოდჟეიევსკას სახელობის ლეგნიცისა და ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების საუბრებსა და იმპროვიზაციაზე დაყრდნობით შექმნა. სწორედ რეპეტიციების პროცესში გამოიკვეთა ის თემები, რომლებიც საფუძვლად უდევს სპექტაკლის შემადგენელ ექვს სურათს. თითოეული სურათი დამოუკიდებელ, მთლიან ერთეულს წარმოადგენს. სპექტაკლს პოლონელი მაყურებელი 9 ნოემბერს იხილავს.