07, ნოემბერი 2019 19:10:00
უბედური შემთხვევა ბათუმში. ერთ-ერთი მშენებლობიდან მუშა ჩამოვარდა, რომელიც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.