08, ნოემბერი 2019 15:15:00
დიდაჭარის საბავშვო ბაღში აღმზრდელის პოზიციაზე ერთი კვირის წინ თამილა ხოზრევანიძე დაინიშნა, რომელიც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, გურამ ხოზრევანიძის შვილია. ეს უკანასკნელი ნეპოტიზმის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ვაკანსიის შესახებ მამისგან გაიგო, რაშიც თამილა ხოზრევანიძე პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმი სიახლე არ არის და ადამიანები თანამდებობაზე სწორედ ამ ნიშნით ხვდებიან.
„ხულოში ყველა ერთმანეთის ნათესავია, საბავშვო ბაღიც ზუსტად ასეა დაკომპლექტებული. დირექტორი, თანამშრომლები, ყველა ყველას ნათესავია... მამას ვთხოვე, რომ ამ პოზიციაზე ჩემი კანდიდატურა განეხილა“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას თამილა ხოზრევანიძე.
ამ თემაზე ვრცელ რეპორტაჟს მხარეთა პოზიციებით დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 20:30 წუთზე შემოგთავაზებთ.
TV 25-ის მასალების გამოყენებისას წყაროს მითითება სავალდებულოა!