08, ნოემბერი 2019 17:41:00
,, ერთი ხეობის ფორკლორი - ჭვანა“ ასე ქვია ღონისძიებას, რომელიც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარდა. დარბაზის ფოიეში წარმოდგენილი იყო ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები და არქეოლოგიური არტეფაქტები. კონცერტზე შესრულდა ჭვანის ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები. საღამო „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა. კონცერტი საპატიო ჭვანელისა და საპატიო შუახეველის დაჯილდოებით დასრულდა.