11, ნოემბერი 2019 17:44:00
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმის პრემიერა დასრულდა. სკანდალური კინოჩვენებები დედაქალაქში და ასვეე ბათუმში კინოთეატრებში დაპირისპირებებისა და შეხლა-შემოხლის ფონზე მიმდინარეობდა. რეჟისორ ლევა აკინის ფილმის ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ რადიკალურ ჯგუფებს, თუმცა პრემიერა 8 და 9 ნოემბერს გაიმართა. პარლამეტის ყოფილმა წევრმა აკრძალვის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებას გამოძიება არ დაუწყია, რადგან მასში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.