13, ნოემბერი 2019 18:09:00
ზამთრისათვის მზადების ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აგრძელებს კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას რეგიონებში, რომლის დროსაც მოხდება ელექტროენერგიის შეზღუდვა ქობულეთისა და ბათუმის ზონებში. სამუშაოები დაიწყება 14 ნოემბრის 00:00 საათიდან და გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში.
ხანგრძლივი გათიშვის შემთხვევაში, ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება მედიით და დამატებით ეცნობება შესაბამის მუნიციპალიტეტებს, დაწესებულებებს და ადგილობრივ მოსახლეობას.