14, ნოემბერი 2019 23:25:00
„გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმია ცხოვრების წესი“, - საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან აქციაზე უცხო ქვეყნის მეგობარ პრეზიდენტებს მიმართა მარგველაშვილის განცხადებით, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო საფრთხის წინაშეა:
„აქედან მივმართავ ჩემს ასობით მეგობარს ათობით დედაქალაქში. ჩემო ევროპელო, ჩემო ამერიკელო, ჩემო დასავლელო მეგობრებო, უნდა იცოდეთ, რომ ცდილობენ, იმ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც თქვენ მოგწონდათ, მომავალი დაუმთავრონ. განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმია ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართველი ხალხის არჩევანი. არ ვართ ჩვენ ამის ღირსი. ვუერთდები თქვენს აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთებისა და ბრძოლის მხარდამჭერი“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აქციაზე.