15, ნოემბერი 2019 17:38:00
დღეს ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა. როგორც მან ოფისიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია. „მე გუშინაც ვთქვი, რომ შეშფოთებული ვარ, რადგან პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა დააზიანებდა ნდობას პოლიტიკურ პარტიებს შორის და გააჩენდა პოლარიზაციის გაძლიერების რისკებს. ეს კენჭისყრა ჩატარდა და ახლა ჩემს მიერ ნახსენები შედეგების ნიშნებს ვხედავთ. ეს სამწუხაროა“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.