18, ნოემბერი 2019 19:37:00
,,დიალოგი-2019“ -ბათუმში საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიებაში 15 მდე ქვეყნის დელეგატები მონაწილეობენ. შეხვედრა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით დაიგეგმა. მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და მსოფლიო ახალგაზრდობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობაა. ფორუმის მონაწილეებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა,ახალგაზრდობის აქტიურობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და დელეგატების შეკითხვებს უპასუხა.