18, ნოემბერი 2019 21:57:00
ცხინვალის ციხეში ამჯერად ექიმი მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული სამართალი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იცავს. ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ვაჟა გაფრინდაშვილის „დანაშაული“ ის გახლავთ, რომ ის დე-ფაქტო ადმინისტრაციას არ ცნობს და ცხინვალს საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს. 15 ნოემბერს დე-ფაქტო ადმინისტრაციის სასამართლომ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.