19, ნოემბერი 2019 18:11:00
„გაიცანით ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში პუტინობის მსურველი“-სტატიას ამ სახელწოდებით ამერიკული გავლენიანი გამოცემა აქვეყნებს. „ ვაშინგტონ ეგზემაინერის“ ჟურნალისტი, წერს, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი,თავისი პარტიით „ქართლი ოცნებით“ ბაძავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ტომ როგანის თქმით, პუტინიზმის გამოვლინება იყო მმართველი გუნდის მხრიდან იმ კანონპროექტის ჩავარდნა , რაც არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა. რეპორტიორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ამჯერად ყველა საზღვარი გადაკვეთა. ოლიგარქი, რომელმაც ფული რუსული ბიზნესის დაპყრობით იშოვა, აქამდე ფრთხილ თამაშს ტამაშობდა დასავლეთის მოსატყუებლად. ვიმედოვნებთ ,რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს საქართველოს პუტინობის მსურველზე.