22, ნოემბერი 2019 17:22:00
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშთა ფოლკლორული ანსამბლების ილიმპიადაში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. ქორეოგრაფიაში გრანპრის მფლობელი ანსამბლი „ჩაქურა“ გახდა, ხოლო სიმღერაში ანსამბლი „მარეთი“. შეჯიბრში რეგიონში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. სულ 103 ანსამბლი და 2 ათას 335 შემსრულებელი.განათლების სამინისტრომ პროგრამის განხორციელებისთვის 79 ათას 454 ლარი დახარჯა.