25, ნოემბერი 2019 12:26:00
ქობულეთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამტკიცებს, რომ მას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბონდო თედორაძის თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერები დედაქალაქში აქციაზე წასასვლელად იკრიბებოდნენ, როცა ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები და მმართველი გუნდის მხარდამჭერები მივიდნენ. შეურაცხმყოფელი ფრაზებით ცდილობდნენ მათ გაღიზიანებას. თავად თედორაძეს კი საკუთარ კაბინეტში შესვლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.