25, ნოემბერი 2019 17:59:00
ბათუმის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ლაშა კომახიძის თქმით, ბაგრატიონის ადმინისტრაციულ ერტეულში მცხოვრებლებმა ასფალტის საფარის დაგებასთან, წყლისა და წყალარინების სიტემის მოწყობასთან, ეზოებისა და ატრაქციონების მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხებიდააყენეს. მოსახლეობა ასევე დაინტერესდა „იაფი სახლის“ პროგრამით. ქალაქის ხელმძღვანელის თქმით, პრობლემების ნაწილზე რეაგირება დაწყებულია, ნაწილს კი მომდევნო წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.