26, ნოემბერი 2019 17:58:00
აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის ევროპული ინვესტიცია ხორციელდება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად ტერიტორიის 70%-ს რეკრეაციული ზონა დაიკავებს. კომპანია ,,გრინ რეზორტი“ პირველი ვილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. რეგიონის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ინვესტიცია აჭარის ოთხ სეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. ,,მწვანე ქალაქის“ პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები. ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში.