26, ნოემბერი 2019 21:13:00
არის თუ არ აქვეყანა პოლიტიკურ კრფიზისში და რა ხდება დედაქალაქში? რა პროგნოზებს აკაეთებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და როგორ აფსებენ მოვლენებს? დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში ნინია მესხიძე შემოგვიერთდება.
თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ასმათ დიასამიძის თქმით, ყოველთვის სიმართლე იმარჯვებს, რომელიც დღეს ოპოზიციის მხარესაა. ეს არის ფილმი, რომლის დასასრულიც უკვე ცნობილია და მმართველი პარტიის დღეები დასასრულს უახლოვდება.
შენების მოძრაობაში არსებულ ვითარებას მძიმედ და დაძაბულად აფასებენ. გიორგი მასალკინის განმარტებით, ყველაზე კარგი გამოსავალი დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებაა.
რესპუბლიკურ პარტიაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მთავარი მიღწევა ის მიტინგია, რომელსაც სისხლი არ ახლავს. ამასთან აღნიშნავენ იმასაც, რომ ქართული ოცნების მმართველობის დღეები დათვლილია.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიცია თავის მცირერიცხოვან მხარდამჭერებს არასწორად იყენებს, რაც შეეხება მათ რეაგირებას პროტესტის მიმართ, სამართლიანს უწოდებენ და პიკეტირების წინააღმდეგნი არიან.
მე მაყურებელს აქვე ვეტყვი, რომ დედაქალაქში, ოპოზიციური პარტიების ლიდერები სამომავლო გეგმებზე ამ წუთებში მსჯელობენ.