28, ნოემბერი 2019 17:15:00
საქართველო სრულად ადასტურებს, რომ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო იაზრებს ქვეყნის დემოკრატიიზაციის მნიშვნელობას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის პასუხი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედებებზე სრულად კანონიერი იქნება. „ერთმნიშვნელოვნად ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას“ - განაცხადა პრემიერმა.