01, დეკემბერი 2019 14:03:00
ავარია თბილისში, ორთაჭალაში "ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. შეჯახებისას ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მანქანაში 2 ადამიანი იმყოფებოდა, კაცი მანქანაში დაიწვა. ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.