03, დეკემბერი 2019 17:55:00
დღეიდან ახალი სამშენებლო რეგულაციები ძალაში შედის. შესაბამისად, რთულდება მშენებლობის ნებართვის გაცემა. ცვლილების მიხედვით, ცალკეული მიწის მფლობელები მშენებლობების სიმაღლეში გაზრდას მხოლოდ საკუთარი ნების მიხედვით ვეღარ შეძლებენ. ერთ კვარტალში არსებული მომიჯნავე ტერიტორიების მფლობელებს, შენობების სიმაღლეზე შეთანხმება მოუწევთ. ამასთან უქმდება ე.წ. კა2 კოეფიციენტის კომისია.