03, დეკემბერი 2019 18:23:00
ტურისტული სააგენტოს მართვა და ფუნქციონირება -ტრენინგები სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე პირებისთვის მიმდინარეობს. სწავლებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს. მსმენელები ტურისტული სააგენტოს სწორად ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ყველა საკითხს შეისწავლიან. შეხვედრის მიზანი სფეროში დასაქმებული ყველა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების ხელმისაწვდომობაა.