04, დეკემბერი 2019 10:31:00
დღეს, ღამის საათებში მაღალმთიან აჭარაში თოვლია მოსალოდნელი - ამის შესახებ TV25.GE-ს რეპორტიორს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მოსალოდნელია ყინვაც. ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცემა.
ბათუმში, ხვალიდან შედარებით დათბება, ჰაერი +10 გრადუსმდე იქნება. უმეტესად უნალექო მზიანი ამინდია მოსალოდნელი.