05, დეკემბერი 2019 10:59:00
ოკრა წიწაკის მსგავსი ბოსტნეულია, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ამასთან, წვავს ცხიმებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
რაც შეეხება პეპინოს, ის ნესვისა და ბადრიჯნის ნაჯვარს წააგავს და იმ ტოპ-20 საუკეთესო ხილში შედის, რომელიც მსოფლიოს ყველა პრესტიჟულ სუპერმარკეტშია წარმოდგენილი.
პეპინო 15 სმ ზომის, არომატული, მოტკბო გემოს უკურკო ხილია. მას ყვითელი ფერის, კრემისფერი და მუქი იასამნისფერი ზოლები აქვს. საკვებად კი როგორც უმად, ხილის სალათებში, ისე, მოთუშული ან შემწვარი გამოიყენება.
ოკრა, ეს არის ბოსტნეული, რომელიც შეხედულებით წააგავს წიწაკას. გარდა ბევრი სასარგელო თვისებისა, ეს პროდუქტი ძალიან კარგი ბუნებრივი საშუალებაა დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.