05, დეკემბერი 2019 17:52:00
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში საქართველოს მთავრობას გერმანია დაეხმარება. პროექტი, რომელიც თბილისსა და ბათუმში განხორციელდება, ჰაერის დაბინძურებისა და სათბური ემისიების შემცირებას ითვალისწინებს. დაგეგმილია უსაფრთხო, კომფორტული და ყველასთვის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეთავაზება მაგისტრალურ ხაზებზე. ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს არამხოლოდ ქვეითებისთვის, არამედ , ველოსიპედით მოსარგებლეებისთვისაც. პროექტის განსახორციელებლად სატრანსპორტო მობილობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიგეგმა, ანგარიში კი დაინტერესებულ მხარეებს დღეს წარედგინა.