05, დეკემბერი 2019 17:56:00
რეგიონის საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის ისტორიაში პირველად, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ერთობლივი ღონისძიება „მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“ გაიმართა. ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საქმიანი ტურიზმის სფეროში მომუშავე წამყვან კომპანიებს, საშუალება მიეცა ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს გაცნობოდნენ . შეხვედრაზე საერთაშორისო სპიკერებმა საქმიანი ტურიზმის ინდუსტრია, ასოციაციების როლი ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით, შეხვედრების ინდუსტრიის მთავარი სარგებელი, თანამედროვე ტენდენციები და ეკონომიკური კლასტერები განიხილეს.