06, დეკემბერი 2019 18:04:00
,,გაიგე და დაინახე მეტი’’- ბათუმი პირველად საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. კულტურული ღონისძიება ხვალ დაიწყება და 20 დეკებერამდე გაგრძელდება. აქტივობაში მონაწილეობას ცნობილი წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები მიიღებენ გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან. გაიმართება ,,შოუ ქეისიც“ , ეს კი მაყურებელს საშუალებას მისცემს აჭარაში მოქმედი თეატრების წარმოდგენები იხილოს.