09, დეკემბერი 2019 21:48:00
2019 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, აჭარაში 149 ტყუპი დაიბადა. მათ შორის სამ შემთხვევაში სამი ტყუპი მოევლინა ქვეყანას. დაბადებულთა შორის 80 გოგოა, ხოლო 69 ბიჭი. ტყუპების შობადობა ყველაზე მაღალი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უწყების პროგრამის ფარგლებში ახალშობილებზე ჯამში 149 ათასი ლარი გაიცა, ტყუპისცალზე ათასი ლარის ოდენობით.