11, დეკემბერი 2019 11:19:00
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი ერთ-ერთ მაღაზიასთან დაიწყო, როდესაც ისინი სკოლაში მიდიოდნენ. წინასწარი ინფორმაციიით, ერთმა მოზარდმა მოერეს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენა, რასაც მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა.
შესწორება: ინფორმაცია გამოცემა "Kutaisipost"-ზე დაყრდნობით მომზადდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამ ფაქტს არ ადასტურებს. TV25.GE მკითხველს ბოდიშს უხდის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის.