13, დეკემბერი 2019 17:58:00
ახალციხეში მოქალაქემ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კილოგრამი შეადგინა. სამართალდამრღვევმა დანაშაული აღიარა. მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.