18, დეკემბერი 2019 21:12:00
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცველების ამბავს პოლიტიკური პარტიები გამოემაურენ. ისინი პასუხისმგებლობას ძალოვან უწყებასთან ერთად, საზოგადოებასა და სკოლასაც აკისრებენ. აუცილებლად კი, სისტემა ძირფესვიანად შეცვლა მიაჩნიათ.
„ლუკას სიკვდილი სახელმწიფოს კისერზეა“ - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. ასმათ დიასამიძის განცხადებით, სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია. მისივე თქმით, ხელისუფლებას ხალხის ხმის გაგონება არ სურს.
შენების მოძრაობის წევრის შეფასებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და შიშობს იმასაც, რომ არც ბოლო იქნება. გია მასალკინის განმარტებით, ასეთ ვითარებაში მთავარი სწორი რეაგირებაა. მისივე განმართებით, მსგავსი რეაქციები სისტემური სახით, არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა.
პატრიოტთა ალიანსის წევრის შეფასებით, სკოლის მოსწავლის თვითმკვლელობის პასუხისმგებლობა საზოგადოებასთან ერთად, სკოლასა და ძალოვან უწყებასაც ეკისრება. არჩილ მამულაძის თქმით, აუცილებელი მოზარდებთან სწორი მიდგომის სწავლაა.
პოლიტიკური პარტია „ ახალი საქართველოს“ წევრი თვლის, რომ ლუკას მიერ დატოვებული წარწერა არსებულ მდგომარეობას ზუსტად ასახავს. ვახო ხუნდაძის აზრით, პოლიციის შიდა სამზარეულო ,,ყარს’’ და ძნელია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც სამართალდამცავის გამო, თვითმკვლელობამდე არასრულწლოვანი მიდის.
სინქრონი - ვახო ხუნდაძე - „ახალი საქართველოს“ წევრი
ემსახურე საქართველოს წევრი ამბობს, რომ ლუკას წარწერა მისთვის
განაჩენი აღმოჩნდა. მედეა ვასაძის თქმით, ქვეყანაში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც შეეცდებოდა იმის გარკვევას, თუ რატომ დაწერა მან ეს ტექსტი.
პოლიტიკურ პლატფორმა „გირჩის“ წევრის განმარტებით, პოლიციის როლი გაუგებარია. გიორგი ფუტკარაძის თქმით, საზოგადოებამ ვერ აიძულა ვერცერთი ხელისუფლება, რომ სისტემა ძირფესვიანად შეეცვალათ.
საზოგადოების აღშფოთებას სამართლიანს უწოდებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ცოტნე ანანიძის განცხადებით, გამოძიება ყველა სტანდარტის უმკაცრესი დაცვით უნდა ჩატარდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ დღეს მდუმარე პერფორმანსი გაიმართა, სადაც ლუკას მერხი და სკამი მიიტანეს.