23, დეკემბერი 2019 18:18:00
მედიცინის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით, აჭარაში მოქმედი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა. სიგელი 20-მდე ღვაწლმოსილ ექიმს გადაეცა, რომლებმაც მიმდინარე წელს კრიტიკულ ვითარებაში მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას 2019 წლის საქმიანობის ანაგარიშიც წარმოუდგინა. შეხვედრაზე, მომავალი წლისთვის სამინისტროს ბიუჯეტის 18%-იან ზრდაზეც ისაუბრეს, ჯამში 2020 წელს 36 პროგრამა განხორციელდება