24, დეკემბერი 2019 22:38:00
ბათუმში, ცოტა ხნის წინ სპეცოპერაციის შედეგად ერთი ადამიანი დააკავეს. ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე სამართალდამცველები რამდენიმე წუთის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში TV25.GE-ს უთხრეს, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.