09, მაისი 2017 20:08:00
რამდენად მოესწრება სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესება ტურისტულ სეზონამდე და უნდა ელოდონ თუ არა ქობულეთელები ონკანში სუფთა წყალს? - საკითხის გასარკვევად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვედრას აანონსებს. ზურაბ პატარაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პროცესებში პირადად ჩაერთვება, შეხვედრა კი რამდენიმე დღეში გაიმართება. მისივე განცხადებით, უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტში 4 ჭაბურღილს მოაწყობს.