13, იანვარი 2020 13:16:00
ხულოში სამი დღეა თოვს. თოვლის საფარი ამ დროისთვის 70 -100 სანტიმეტრია. ხოლო, კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარი 1 მეტრსა და 20 სმ აღწევს.
მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ცნობით, ამ დროისათვის გზები გაწმენდილია ვაშლოვანის და ღორჯომის ადმინისტრაციულ ცენტრამდე. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარობს: უჩხო-გუდასახოს, შურმულის, პაქსაძეების, კორტოხის, ღურტის, დანისპარაულის, შუასოფლის, დიდაჭარის, საციხურის, აგარას, ღორჯომის, მეკეიძეების, ლაბეიძეების, ღორჯომი-გორგაძეების, ტუნაძეების, ფუშრუკაულის, კვატიას, ხულო-განახლების და კურორტ გოდრძის მიმართულებით.