14, იანვარი 2020 09:36:00
170 წლის წინ, 1850 წლის 14 იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, წარმოადგინეს პიესა "გაყრა", რომლის ავტორი და რეჟისორი ქართველი დრამატურგი გიორგი ერისთავი გახლდათ. იმ დროისთვის ეროვნული თეატრის აღორძინებას ქართველი ხალხის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ამ დღის შემდეგ ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.
აჭარაში პროფესიული თეატრის ისტორია 140 წელზე მეტს ითვლის. ჩვენს რეგიონში მოქმედებს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.