15, იანვარი 2020 22:08:00
სოციალურად დაუცველი ოჯახი ქობულეთიდან. უკიდურესად გაჭირვებული ქათამაძეების ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. 7 წევრიდან არც ერთი არ მუშაობს. აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები. სახლი ავარიულია. ცხოვრება დღესასწაულების გარეშე , მძიმე სოციალური პირობები და 21 საუკუნე, რომელიც ოჯახისთვის ჯერ კიდევ არ დამდგარა. მუნიციპალიტეტის პირველი პირის მოგვარეების გასაჭირზე ხატია გოგრაჭაძე გიამბობთ
ნანული ქათამაძე საკუთარი ოჯახის იმ უკიდურეს გაჭირვებაზე გვიყვება, რომლის გამოც, ყოველი დღის გათენება შიმშილის მოლოდინში აშინებთ. დიასახლისის თქმით, მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც შვიდ წევრიან ოჯახს თვიდან თვემდე წამლემსა და ერთ ტომარა ფქვილში არ ყოფნით.
ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. ნახევრად მშიერი დედა, ბუნებრივ კვებაზე მყოფ, სამი თვის ჩვილს სათანადოდ ვერ კვებავს, დამატებითი საჭმელის ყიდვის საშუალება კი არ გააჩნია. დალი ქათამაძე იმაზეც წუხს, რომ უფროსი 5 წლის შვილი ბაღში შესაბამისი ტანსაცმელის უქონლობის გამო, ვერ მიიყვანა და შიშობს სკოლის ასაკშიც იგივე პრობლემა ექნებათ.
სახლის ავარიული მდგომარეობის გამო, ოჯახს ზამთრის მოსვლა აშინებს. ამბობენ, რომ ცუდ ამინდში მათ სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. დაზიანებული კედლების გამო, ცხოვრება გაყინულ ოთახებში უწევთ.
ქათამაძეების ოჯახის ამ მდგომარეობაში ყურება, მეზობლებისთვისაც მძიმეა. გვიყვებიან, რომ გასულ სადღესასწაულო დღეებს შესაბამისად, მხოლოდ იმიტომ ვერ აღნიშნავდნენ, რომ აქ მცხოვრები ბავშვებს ახალი წელი არ უგრძვნიათ.
სოციალურად დაუცველი ოჯახი ამბობს, რომ ქობულეთის მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაში საპირისპიროს გვიმტკიცებენ:
როდის დაინტერესდება ქობულეთის მერია ქათამაძეების ბედით? უწყებაში, როგორც ყოველთვის, ტრადიციული არგუმენტი მოიშველიეს. ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას ოფიციალური მიმართვის არ არსებობის მიზეზით გაურბის. მუნიციპალიტეტის პირველი პირის წარმომადგენელს, რომელსაც მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირების ვალდებულება აკისრია მირიან ქათამაძისთვის ინფორმაცია დღემდე არ მიუწოდებია.